"შეწყვიტონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა" - მოსამართლეების შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეკრება დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ შემუშავდა წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს მოსამართლეები აწერენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია ყველას მხრიდან, მათ შორის პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან, შეწყდეს, დისკრიმინაციული და არასწორი შეხედულებების გავრცელება სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ.

"ყურადღება გამახვილდა ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიცაა სატელევიზიო კლიპებისა და სპეციალური ფილმების დამზადებაც და მიწოდება საზოგადოებისთვის, რისი მიზანიც ერთადერთია, რომ სასამართლო ხელისუფლებას, უსაფუძვლოდ შეელახოს იმიჯი ჩვენ საზოგადოებაში.

დავაფიქსირეთ მოთხოვნა ყველას მიმართ, სხვა სახელისუფლებო შტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ჩართულია, რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში, და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა",- თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი