ღარიბაშვილმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა. 

გიორგი ურუშაძე რწმუნებულად დანიშვნამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე - სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი  გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა.

მთავრობის ინფორმაციით, გიორგი სახოკია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში, მრჩევლად დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი