"მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას" - თამარ მეარაყიშვილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს და 1 კვირიან ვადას აძლევს. მეარაყიშვილი წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მისი პრობლემის წამოწევას ერიდება

"საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში.

ვითხოვ- საუბარს პრემიერ- მინისტრ ღარიბაშვილთან. მსურდა შერიგების მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა- ყოველ ჯერზე უარი მივიღე. ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას", - წერს მეარაყიშვილი. 

მეარაყიშვილის თქმით, 4 წელია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებისგან იდევნება და არ შეუძლია თავისუფალი გადაადგილების უფლებით ისარგებლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი