"10 წელიწადში გეშველებათო. მიმინო გამახსენდა" - ვაშაძე პრემიერის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული საუბარი, 10 წელიწადში გეშველებათო. მიმინო გამახსენდა: Через 5 лет помогу-ო რომ გეტყვის - ზუსტად ასე იყო მათი მთელი შინაარსი, რომ 10 წელიწადში გეშველებათ" - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერის ანგარიშზე საუბრისას, რომელიც ღარიბაშვილმა პარლამენტს პარასკევს წარუდგინა.

"თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი 10 წლის მანძილზე 400 000 ადამიანი სამუშაო ძალით შემცირდება, ეკონომიკა კიდევ უფრო შემცირდება, ეკონომიკა 100$-დან 80$-მდე შემცირდება. კატასტროფულ ვითარებაში ვართ 2030 წელს თუ ასე გაგრძელდა ქართველ ხალხს შეგვიყვანენ წითელ წიგნში",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

პრემიერმინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღესაც გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი