შავი ზღვის უკრაინის აკვატორიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს. სამხედრო წვრთნების მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაა. სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი. წვრთნები 23 ივლისამდე გაგრძელდება.