ქალბატონმა ხერხეულიძემ მცხეთას მიუვლინა მთავარი სიცრუის არხი, რომ აღმოაჩინონ სკანდალი - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო გამოსვლისას "მთავარ არხზე" ისაუბრა და სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ხუნდაძემ თქვა, რომ "მთავარი არხი" მცხეთაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიავლინა, რათა "სკანდალი აღმოეჩინათ".

"ქალბატონმა ხერხეულიძემ იცრუა, რომ თითქოს მე მაქვს კლინიკები მცხეთასა და ავლაბარში. ავლაბრის მისამართი თვითონვე ვერ დაადგინა და მე მაინტერესებს, რომელს გულისხმობდა, ხოლო მცხეთას მიუვლინა მთავარი არხი, მთავარი სიცრუის არხი, რომ აღმოაჩინონ სკანდალი.

ის აყვა ჭორებს თითქოს, მცხეთის კლინიკა ჩემია. ვგულისხმობ იმას, რომ ეს კლინიკა ჩემთან ასოცირებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში გაკეთდა",-თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე ასევე გამოეხმაურა მცხეთის კლინიკაში მისი ცოლის მუშაობის საკითხს და თქვა, რომ ის კლინიკაში აღარ მუშაობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი