ენმ-ს წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართო

გამოქვეყნდა:

პარლამენტის სხდომაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლისას რუსეთის ჰიმნი ჩართო.

ოპოზიციონერს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და მის ქმედებას სირცხვილი უწოდა:

„ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- თქვა კუჭავამ.

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერმინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი