ოპოზიციონერმა ენუქიძემ "დაარღვია პრინციპი", მინისტრებს მადლობა გადაუხადა და ღარიბაშვილს ურჩია "მოსაშორებელი მოიშოროს"

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ავთანდილ ენუქიძე "ქართული ოცნების" მინისტრებს მადლობას უხდის. განცხადება მან სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:

"აქ რატომღაც ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიცია რომ გქვია აუცილებლად რაღაცა ისეთი ცუდი უნდა აღნიშნო, ამიტომ, მე ეხლა დავარღვევ ამ პრინციპს და რადგან დეპუტატი პირველად ვარ და ჩემთან ძალიან ბევრი მოსახლეობის წერილი იქნა შემოსული რაც დეპუტატი ვარ და შემდეგ ჩემს მიერ დაკონტაქტება მოხდა შესაბამის სამინისტროებთან, მე მადლობას გადავუხდი ნათია თურნავას, ირაკლი ქარსელაძეს, დავით ზალკალიანს და ლევან დავითაშვილის, იმიტომ, რომ აღნიშნული წერილები, რომელიც ჩემთან შემოვიდა და გადასაწყვეტი იყო ოპერატიულად, ოპერატიულად გადაწყდა", - თქვა მან.

ავთანდილ ენუქიძემ პრემიერმინისტრს ურჩია რაც შეიძლება სწრაფად "გაწმინდოს" სტრუქტურები. 

"ვინც მოსაშორებელია და არ აკეთებს საქმეს, მოიშორეთ. რამდენიც არ უნდა იძახონ პოლიტიკური ნიშანი მე მინდა საქართველოს ნიშანი და არა პოლიტიკური ნიშანი", - თქვა ენუქიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი