ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს - ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს", - ასე მიმართა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ ღარიბაშვილსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს.

ხაბეიშვილმა ბერა ივანიშვილისა და პრემიერ ღარიბაშვილის სატელეფონო ჩანაწერები გაიხსენა. 

ბერა ბავშვი იყო, მაგალითად, თქვენი ვერსიით დავუშვათ, ზრდასრული ხომ იყო ბატონი ირაკლი. და ნორმალურია რასაც ეუბნებოდა, თქვენი ვერსიით, ბავშვს? ძალადობაზე მათ შორის? და "აუ, რა მაგარი" არი? და ეს სწორი არის და ეს ადამიანი სირცხვილისგან არ უნდა იწვოდეს სადაც ზის?" - ამბობს ხაბეიშვილი.

მის ამ გამოსვლას პარლამენტში ხმაური მოჰყვა. 

მესმის თქვენი, მესმის... რატო ყვირით კაცო, რა არის არანორმალური. ზრდასრული ადამიანი ბავშვის ძალადობაზე არ უნდა იღგზნებოდეს მემგონი, ხო, რა ვიცი. სატელეფონო საუბარში ასე იყო, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი