
ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფლების - ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ადგილზე მიიტანეს მავთულხლართების გროვა, აფართოებენ საგუშაგო პოსტებსაც და ე.წ. საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტორლირებად მხარეს შვიდი მეტრით წევენ.
ადგილზე რუსი სამხედროების მობილიზაციაა, საბერიო-ფახულანის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა მიიტანეს სამშენებლო მასალებიც. ბორდერიზაციის სამუშაოებისთვის მზადება რუსმა სამხედროებმა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს.
ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.