ბიძა-ძმისშვილისა და მათი პარტნიორის, "ოცნების" შტაბის უფროსის კომპანიებს 220 მილიონი ლარის ტენდერები მოაგებინეს - ფლანგვის დეტექტორი

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბიძა-ძმისშვილისა და მათი პარტნიორის, "ოცნების" შტაბის უფროსის კომპანიებს 220 მილიონი ლარის ტენდერები მოაგებინეს.

მათი ცნობით, აუდიტის სამსახურმა სქემა გაშიფრა: ტენდერიდან კონკურენტის მოშორების მიზნით ბიძა-ძმისშვილი საკუთარი კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასებით მანიპულირებდნენ.

"ერთ შესყიდვაში ერთის კომპანია “არქეოპოლისმა" დაახლოებით 400 ათასი ლარით ნაკლები ფასი დაასახელა, თუმცა დოკუმენტაციის წარდგენის ვადას გადააცილა, რის გამოც შესყიდვა ავტომატურად მეორის “ინდიკომ" მიიღო. სს "არქეოპოლისმა“-მა და "ინდიკომ“ აუდიტის სამსახურის მიერ სქემის გამოვლენის შემდეგ 14 სახელმწიფო ტენდერში დამატებით 29 მლნ ლარი მოიგეს. "ინდიკოს“ და "არქეოპოლისის“ მფლობელები ქართული ოცნების სენაკის შტაბის ხელმძღვანელი დემურ გადელია და მისი ძმისშვილი, იოსებ გადელიაა.

ოჯახის წევრების კომპანიები აბაშის, მარტვილის, სენაკის, სამტრედიის, ხონისა და ჩხოროწყუს ტენდერებში ერთმანეთის ყალბი კონკურენტები არიან, რითაც აფივადიტის მოთხოვნას არღვევენ. ბიძა-ძმისშვილის პარტნიორია დავით გვარამია, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარია სენაკის მუნიციპალიტეტიდან. დავით გვარამია, როგორც გეჯეთის მაჟორიტარი, თემის მოსახლეობას სულ 2-ჯერ შეხვდა, სამაგიეროდ 2020-დან “არქეოპოლისმა" სენაკიდან 6 მილიონის ტენდერები წამოიღო", - წერს "ფლანგვის დეტექტორი". 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი