ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის? რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე მთავარი კანდიდატების ვინაობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ყველაზე ახლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან მთავარი ოპოზიციური პარტიაა - "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს ერთ კვირიან ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც დაასახელებს ადამიანს, რომელიც თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
მსგავსი პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც სადაც რამდენიმე კანდიდატის არსებობაზე ლაპარაკობენ. ახლა მთავარი ინტრიგაა შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას და საერთო კანდიდატზე შეთანხმებას.
გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" - პარტიამ უკვე შესთავაზა კახა კალაძეს მერობისთვის მეორედ ბრძოლა, მაგრამ კალაძისგან პასუხი ჯერჯერობით არ არის. ასევე, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის არჩილ თალაკვაძემ იბრძოლოს.