"შესაძლებელია გადავუხვიოთ" | პაპუაშვილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი და დეპუტატი შალვა პაპუაშვილი არ გამორიცხავს, მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით, მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს გადაუხვიოს - განცხადება პაპუაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" გააკეთა.

"მთავარია დოკუმენტი, სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ, უბნების შემაჯამებელი ოქმების ნამდვილობასთან დაკავშირებით და ის ჩანაწერი, რაც არის მანდ შევცვალეთ ჩვენ.

ყველა პარტია შევთანხმდით, რომ არ იყო სწორი, "სტრატეგია აღმაშენებელმა" დააყენა საკითხი, სხვათა შორის, რომ სამართლის ლოგიკას არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, გადავუხვიეთ იმ ჩანაწერს, რომელიც იყო დოკუმენტში", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ მუხლებს გადაუხვიონ, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ "შეიძლება". 

პაპუაშვილი ასევე განმარტავს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალების კონსენსუსი იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი