ვარსკვლავები დალაგდა ლოგიკურად - პაპუაშვილი "ლელოსა" და "ენმ"-ზე

გამოქვეყნდა:

დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ მხარი არ დაუჭირა:

იმ პარტიისგან, რომლის საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, რომლის სამართლის მიმართულებას ხელმძღვანელობს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, მგონი აქ ვარსკვლავები ზუსტად ისე დალაგდა ლოგიკურად, როგორც უნდა დალაგებულიყო, დღეს „ლელო“ თავის თავს აფორმებს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილი. გილოცავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანებას. ეს არის 19 აპრილის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა და ამას თავისი პოლიტიკური შედეგები ექნება“- განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც  "ლელომ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი