ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ - ქნირში ავღანეთში გერმანელ ჯარისკაცებზე

გამოქვეყნდა:

"ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ" - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი ავღანეთში მყოფ გერმანელი და ქართველი ჯარისკაცების თანამშრომლობას. 

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.

"ჩვენ ავღანეთიდან სამხედრო მოსამსახურეები გამოგვყავს და თბილისი ჩვენთვის სატრანზიტო ლოკაციას წარმოადგენს, სადაც ჩვენი სამხედროები თვითმფრინავს იცვლიან. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ქართველებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისურვებდნენ, რომლებთან ერთადაც გერმანელი სამხედროები ავღანეთშიც მხარდამხარ მსახურობდნენ. მინდა თითოეულ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ამ შესანიშნავ თანამშრომლობაშია ჩართული. პირადად მე, მოხარული ვარ, რომ თბილისი ამ როლს ასრულებს", - თქვა ჰუმბერტ ქნირშმა. 

საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი