"გირჩმა" პარტიისა და სამეფოს თავკაცი წარადგინა

გამოქვეყნდა:

"გირჩმა" პარტიისა და "სამეფოს თავკაცი" - ოთო ზაკალაშვილი წარადგინა. ის ამავდროულად "გირჩის" საარჩევნო კამპანიის მენეჯერი და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატიც იქნება. 

პრეზენტაცია პარტიის ოფისში გაიმართა.

პარტია "გირჩი" მომავალ არჩევნებში არ აპირებს მერობის კანდიდატის დაყენებას. მათი გეგმაა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება მზად იყვნენ და იბრძოლონ "გირჩის" შენარჩუნებისა და პროგრესისთვის.

"სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ციებ-ცხელება დაიწყება, გირჩისთვის ეს არჩევნები ფაქტობრივად საპარლამენტო არჩევნების ტოლფასია.

ჩვენ გვსურს ამ არჩევნებზე საკუთარი შედეგი როგორც მინიმუმ გავაუმჯობესოთ, რისთვისაც მაქსიმალურად დავიხარჯებით", - აცხადებს პარტია.

"გირჩის" სამეფოს მეფე ჰერმან საბო იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი