არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება - კახი კალაძე პრაიდის კვირეულზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე ამბობს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარებას "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს". მისი აზრით, შესაძლოა კონკრეტულმა ჯგუფებმა ეს "არასწორად გამოიყენონ".

"გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან", - თქვა კახი კალაძემ.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერ მოიყვანენ ვერცერთ მაგალითს, როცა ეს უფლება შეიზღუდა.

შეგახსენებთ, რომ პრაიდის კვირეული თბილისში 1-5 ივლისის პერიოდში ჩატარდება. "ღირსების მარში" 5 ივლისსაა დაგეგმილი და მისი სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება. "თბილის პრაიდი" არაერთი მუქარის მიუხედავად გეგმების შეცვლას არ აპირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი