ძალადობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - ხაბეიშვილი პრაიდზე

გამოქვეყნდა:

"ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას. ხელისუფლების ვალია, დაიცვას ყველა ადამიანის უფლება. ხელისუფლება, რომელიც თავად ახალისებს ძალადობას და მუდმივად ასეთი განცხადებებით გამოირჩევა, ეჭვი მეპარება, რომ ამას მონდომებით გააკეთებს, თუმცა კარგია, რომ ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ძალადობის აღკვეთაზე იქნება მოტივირებული და არა წახალისებაზე".

ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი