მმართველი გუნდის წევრები, ამბობენ, რომ თბილისის მოქმედი მერი, უალტერნატივოა და მომავალ არჩევნებში, პარტია ისევ კალაძეს დაასახელებს.
თავად კახი კალაძე, რომელსაც "ქართული ოცნების" გუნდმა, სავარაუდოდ, უკვე შესთავაზა მერობის კანდიდატურა ამბობს, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
"თუ ვინ იქნება დედაქალაქის მერი, ამაზე მომავალ კვირას გექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია" - თქვა მან.
რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში, "ნაციონალურ მოძრაობაში" მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვთ.
კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტია "ლელოში" კი ამბობენ, რომ სიების ფორმირება ჯერ არ დასრულებულა. როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, "გამოკვეთილი გვყავს რიგი კანდიდატები თბილისში, ბათუმში სხვა ქალაქებში, ეს პროცესი მიმდინარეობას, თუმცა სრულად დასრულებული არ გვაქვს".
"გირჩის" წევრები კი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების დაყენებას არ აპირებენ.