განვიხილეთ ის პრობლემატიკა რაც ნინოწმინდაში არსებობდა - ტიკარაძე საპატრიარქოზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრა საპატრიარქოში დასრულდა. მინისტრი ადასტურებს, რომ შეხვედრაზე ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით, მათ შორის ნინოწმინდაზე იმსჯელეს და ეს გარკვეულწილად "შემაჯამებელი" შეხვედრა იყო.

"დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისთვის, რომ დავსახოთ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვების გადაყვანა მცირე ბავშვთა სახლებში და საკუთარი ოჯახებში. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყველა მხარის ჩართულობა საკმაოდ მაღალ დონზე უნდა იყოს. 

ტიკარაძის თქმით, გამოძიებასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი