გრძელდება "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვის პროცესი - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"გრძელდება ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის პროცესი" - ასე ფასებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო.

ნათელაშვილი ამბობს, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდნენ, რომ მის პარტიას 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრი ეყოლებოდა, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დაარღვია. 

"ამ ფონზე ველოდით, რომ აშშ-ის ელჩი გააკეთებდა საპროტესტო განცხადებას, სამაგიეროდ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაღაც გადახრები იყო, თუმცა აღნიშნული რამ შეთანხმებული არ ყოფილა თურმე. მე იძულებული ვარ, განვაცხადო, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეთანხმდა საკითხი, რომ ჩვენს პარტიას ეყოლებოდა 3700 კომისიაში საარჩევნო კომისიის წევრები, ამ შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის ხელისუფლებიდან კობახიძე და თალაკვაძე. ამრიგად, დაირღვა აღებული ვალდებულება, ხოლო მოდერატორებიდანგარანტორებიდან წამოვიდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, რასაც ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასწორებს და მისცემს კორექტირებას",- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილმა პარტია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოს" მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი