"სემეკის" თავმჯდომარე დავით ნარმანია, გაზის ტარიფის თითქმის 8 თეთრით გაზრდას "გამოუვალი სიტუაციით" ხსნის. როგორც ნარმანია ამბობს, ამაზე "შფოთვა" არ ღირს:
"თუ ჩენ გაზის ტარიფს არ გადავხედავდით და არ გავზრდით, კომპანიები უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის მომსახურებას. ნუ შფოთავთ, ნუ შფოთავთ, მესმის, რომ პრობლემაა, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. გამოუვალი სიტუაციაა და აქიდან გამომდინარე [გაძვირდა გაზის ტარიფი]", - ამბობს ნარმანია.
ცნობისთვის, 1-ლი ივლისისდან თბილსის მოსახლეობის ნაწილს, ბუნებრივი აირის ტარიფი გაეზრდებათ.