სასიკვდილო ვირუსი და უვაქცინობა | რა ბედი ელის მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. სწრაფად გავრცელებადი და უკიდურესად აგრესიული ინდური შტამი ძალებს იკრებს. ინფიცირებულთა რაოდენობასთან ერთად გაზრდილია გარდაცვალების შემთხვევები, რაც სწორედ დელტა შტამს უკავშირდება. ამ ვითარებაში კი მოსახლეობა მხოლოდ ჩინური ვაქცინის იმედზეა, რომელიც მუტირებული ვირუსის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. 

ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება ერთადერთი გამოსავალია როგორც ეპიდვითარების დასასტაბილურებლად, ასევე ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად, თუმცა რეალურად გვირაბის ბოლოს სინათლე ისევ არ ჩანს.

ხელისუფლება კვლავ დაპირებების, მოსახლეობა კი დაუსრულებელი მოლოდის რეჟიმშია. ჩავარდნილ ვაქცინაციაზე არავინაა პასუხისმგებელი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი იმდენად რთულია, რომ დელტა შტამი მოსახლეობის ყველა კატეგორიას უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი