დაიცავს თუ არა ხელისუფლება უმცირესობებს - 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში კვლავ საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ღირებულებების გამოცდის დღედ იქცა. LGBTQ თემი მტკიცედ ამბობს, რომ მათ ქუჩაში გამოსვლის უფლება აქვთ და მსვლელობა აუცილებლად გაიმართება.
უმცირესობებისადმი აგრესიულად განწყობილი ჯგუფები კი ანგარიშსწორებით იმუქრებიან და საპირისპირო პირობას დებენ. ხელისუფლება ამ ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ყველაზე უპრინციპო პოზიციას ირჩევს - "ქართულ ოცნებაში" კანონის აღსრულების ეშინიათ და რცხვენიათ, და პარალელურად არც მოძლადეების ღია მხარდაჭერა უნდათ.
იხილეთ ასევე: