ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი უმთავრესი რისკ-ფაქტორია - EBRD

გამოქვეყნდა:

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - "იბიარდი" საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედ ერთ-ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორად მოსახლეობის ვაქცინაციის დაბალ ტემპს ასახელებს. ამის შესახებ საუბარია მიმოხილვაში, რომელიც ბანკმა გამოაქვეყნა.

ბანკის შეფასებით, 2020 წელს საერთო ჯამში მშპ 6,2%-ით შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოში 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, რასაც ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი - ტურიზმის სფეროში არსებული გააქტიურება განაპირობებს.

თუმცა "იბიარდის" შეფასებით, მოსახლეობის დაბალი ვაქცინაციის ტემპით, მნიშვნელოვანი რისკები ნარჩუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი