"საქართველოში ორი მიზეზის გამო ვიმყოფები" - აცხადებს ჯეიმს აპატურაი, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
აპატურაის თქმით, ეს მისი ბოლო ვიზიტია აღნიშნული თანამდებობის ფარგლებში და როგორც "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, სურს "კიდევ ერთხელ მისცეს ბიძგი ქვეყანას, სანამ თანამდებობას დატოვებს".
გარდა ამისა, აპატურაის თქმით, ნატოს სამიტის შემდეგ, არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ალიანსში გაწევრიანებისთვის.
აპატურაის ვიზიტი სამდღიანია და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, გამგზავრებამდე, ის მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს