სოფელ გავაზში, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ყვარლის მერმა სურსათის გარეშე დატოვა. როსტომ სესიაშვილმა, რომელიც თავადაც ამ სოფლიდანაა, გაჭირვებული ოჯახებისთვის გამოყოფილი შემწეობა ნათესავებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და მეგობრებს დაურიგა.
რა კრიტერიუმებით შეირჩა ის ოჯახები, რომლებსაც ყვარლის მერმა სასაჩუქრე კალათები გადასცა, ამ კითხვის დასმა "მთავარმა არხმა" თავად როსტომ სეფიაშვილთან სცადა, თუმცა მერიაში მისულ გადამღებ ჯგუფს დაცვამ განუცხადა, რომ კორონავირუსის გამო, ქალაქის მერი მოქალაქებს აღარ ესაუბრება. მისი მოადგილე კი ამტიკცებს, რომ კალათი ყველა გაჭირვებულმა ოჯახმა მიიღო.
ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყვარლის მერის მხრიდან ეს ნეპოტიზმის პირველი შემთხვევა არ არის. თინათინ ჩიხიშვილის თქმით, სია რომელიც "ქართული ოცნების" შტაბში შედგა, მერმა საკუთარი სურვილისამებრ შეადგინა და სწორედ ამიტომ მოხვდნენ ჩამონათვალში მისი ნათესავები.
რამდენი ლარი დაიხარჯა მერის ნათესავებისთვის სასურსათო კალათების შესაძენად, ინფორმაციას მუნიციპალიტეტი არ ასაჯაროებს.