ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ის თბილისის მერობის კანდიდატობაზე არ ფიქრობს და ეს მის ინტერესებში არ შედის.
"ჩემი აზრით, ეს თემა შექმნა სიტუაციამ და არა ჩემმა პიროვნებამ. სიტუაცია შემდეგია: საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა, რომ იყოს კოალიციური მთავრობა. მე ვერ დავთანხმდები ამ თემას, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობა ამას ვერ გაქაჩავს",- თქვა თემურ ჭყონიამ.
გუშინ 29 ივნისს "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "თემურ ჭყონია თბილისის მერობისთვის კარგი კანდიდატი იქნებოდა".
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.