
არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ნამახვანჰესის სატელიტურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა სცდებოდეს ნებართვით დაშვებულ საქმიანობას, რაც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მკაცრ კონტროლს საჭიროებს.
"ფოტოებიდან, დიდი ალბათობით, დასტურდება, რომ ამჟამად, მშენებლობა მიმდინარეობს არა მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვაა გაცემული სოფელ ნამოხვანთან, არამედ სხვაზეც, ჟონეთის ხიდთან.
მიუხედავად იმისა, რომ გადაცდომების არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირებას მაინც არ ახორციელებს. ბოლო ინსპექტირება 3 თვის წინ ჩატარდა",- წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე: