"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო ამბობს, რომ თვეების განმავლობაში თამარ ჟვანია "დაუმსახურებელი შეურაცხყოფის ქვეშ იყო". სერგეენკოს თქმით, მან ჟვანიას გადადგომის შესახებ მედიიდან გაიგო და გამორიცხავს, რომ ჟვანიას გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიეღო.
"ადამიანურად ძალიან მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, ამ თვეების განმავლობაში დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და წნეხის ქვეშ იყო. ზეწოლის ქვეშ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება თუ არა, არამგონია. ჩემთვის უცნობია, მე დღეს გავიგე მედიიდან ამის თაობაზე, რატო თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატო გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა",- თქვა დავით სერგეენკომ.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.
ამავე თემაზე:
არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე - ჟვანია