როგორც ჩანს, პირადი გადაწყვეტილება იყო - სარჯველაძე ჟვანიას წასვლაზე

გამოქვეყნდა:

გადაწყვეტილება არ შეიძლება დავაკავშიროთ, რაიმე ახლა მიმდინარე პრობლემებს - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე საუბრისას.

სარჯველაძე ვარაუდობს, რომ ჟვანიამ პირადი გადაწყვეტილება მიიღო

"როგორც ჩანს, პირადი გადაწყვეტილება იყო, ქალბატონი თამარ ჟვანიასი. გადაწყვეტილება არ შეიძლება დავაკავშიროთ, რაიმე ახლა მიმდინარე პრობლემებს. საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი ამ გამოწვევას და შესაბამისად, უზრუნველყო ის, რომ ინსტიტუციამ, რომელსაც ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა, სისტემურად სწორად და გამართულად იფუნქციონირა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში",- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

 

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.

ამავე თემაზე:

არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე - ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი