ქართულმა ოცნებამ იძულების ფორმით, სავარაუდოდ, გადააყენა თამარ ჟვანია ​- ხოჯევანიშვილი

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ თამარ ჟვანიას მხრიდან პოსტის დატოვებაში "ქართული ოცნების ზეგავლენა იგრძნობა". ხოჯევანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს სასამართლო სისტემაში მიმდინარე საკითხები გადაეფარა, თამარ ჟვანია იძულებით გადააყენეს.

"ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, ქართულმა ოცნებამ იძულების ფორმით, სავარაუდოდ, გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას", - თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.

ამავე თემაზე:

არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე - ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი