ველოდებით პატრიარქისგან პასუხს, სხვა არაფერი შეცვლილა - გახელაძეები ჟენევის მოლაპარაკებების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

დღეს, ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილონ. ოჯახი ამ დრომდე ელოდება რუსეთის პატრიარქის პასუხსაც.

საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით განხილვის მთავარი თემები, რუსეთის მიერ ექვსპუნქტიანი შეთანხმების დარღვევა, უკანონო ბორდერიზაცია და გატაცებებიც იქნება. 

"არავინ არ შეგვხმაურებია, არავის არაფერი არ უთქვამს. ჩვენ ყოველ დღე გვაქვს მოლოდინი, რომ ზაზას გაათავისუფლებენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოა. ვადევნებთ ტელევიზორის საშუალებით ყველაფერს თვალყურს, ველოდებით, პატრიარქისგან პასუხს, ჯერ ჯერობით სხვა არაფერი შეცვლილა", - თქვა ზაზა გახელაძის მამამ.

ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ილია მეორის წერილი ოჯახს იმედს აძლევს. მისივე თქმით, მეტია შანსი პირდაპირი მოლაპარაკების დროს შედეგის მისაღწევად უფრო მეტი გაკეთდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი