"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" თანამდებობაზე "ახალი თამარ ჟვანია" არ დანიშნოს.
"ფაქტია, რომ თამარ ჟვანია გადადგომას არ აპირებდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილება იყო, ის, რასაც ერთი კვირის წინ გვაცნობდა, რომ უნდოდა ამ არჩევნების გადაწერაც. ახლა საზოგადოებისთვისაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ჩვენი დასავლელი და ევროპელი მეგობრებისთვისაც, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალი თამარ ჟვანიას არჩევის შესაძლებლობა არ მივცეთ ქართულ ოცნებას",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ენმ-ის წევრი ასევე ფიქრობს, რომ თამარ ჟვანიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყო.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.