"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, მედიას, პარტიებს და არასამთავრობოებს ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასთვის ბოდიში უნდა მოეხადა. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
კობახიძე წერს, რომ ჟვანიამ "სუფთად ჩაატარა" 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები.
- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", - წერს ირაკლი კობახიძე.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.