"საიას" ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის თქ,ით, თბილისის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს განცხადებები მსგავსია, რადგან ხელისუფლება მოახლოებულ არჩევნებზე ფიქრობს.
ხელისუფლებას საპატრიარქოს მხარდაჭერა ძალიან დასჭირდება ამ არჩევნების წინ. აქედან გამომდინარე, არ გვიკვირს, რომ ხელისუფლების რიტორიკაც მსგავსია საპატრიარქოს რიტორიკისა - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
მესამე სექტორი შსს-ს მოუწოდებს დაიცვას შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და არ მისცეს ძალადობრივ ჯგუფებს უფლება, ხელი შეუშალონ ადამიანებს შეკრებაში.
თბილისი პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც მოუწოდებს ევროპარლამენტარებს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და წახალისებისგან.