წალკის მუნიციპალიტეტის FB გვერდით მოქალაქეს “იმბეცილი” უწოდეს

გამოქვეყნდა:

მოქალაქეს, რომელმაც წალკის მერია საბავშვო კონცერტში გახარჯულ თანხის გამო გააკრიტიკა, წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდით  "იმბეცილი" უწოდეს. 

კონსტანტინე გაბულდანმა “მთავარი არხის” სიუჟეტი გააზიარა და დაწერა, რომ მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე, კონცერტში 15 000 ლარის დახარჯვა ალოგიკურია.

 "ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე"- ასე გამოეხმაურა მუნიციპალიტეტი მოქალაქის კრიტიკას. 

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდით დაწერილი კომენტარები წაშლილია, თუმცა სქრინებს TV4 ავრცელებს. 

“ახალგაზრდავ, იმბეცილი ხარ თავიდან ბოლომდე, კორექტულობა გმართებს, თუ არ გასწავლეს ზრდილობა? არადა ვიცი, რომ სვანები მითუმეტეს, გაბულდანები ძალიან კარგი და ზრდილობიანები არიან, ასე რომ შენზე უფროსი ხალხი ასე არ უნდა ლანძღო, ბოდიში,” ,- წერია წალკის მუნიციპალიტეტის კომენტარში.

 

 

ამავე თემაზე:

ფულის კეთება საბავშვო კონცერტებზე | 15 000 ლარი მამა-შვილი ბაღაშვილისთვის ბიუჯეტიდან
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი