გილოცავთ ყველას, ეს ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგია - ვაშაძე ჟვანიას გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ოპოზიციის ბრძოლის შედეგია. ვაშაძის თქმით, იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში იგივე არ განმეორდეს, ოპოზიციას "დღე და ღამე მუშაობა სჭირდება"

"გილოცავთ ყველას, ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი, რომელმაც მოგვიტანა პირველ რიგში, შარლ მიშელის შეთანხმება, სწორედ შარლ მიშელის შეთანხმება დაუდო საფუძვლად ქალბატონმა თამარმა საკუთარ გადადგომას და ჩვენ ორი დღის წინ ფუნდამენტური რეფორმები მივიღეთ საარჩევნო კუთხით. იმისთვის რომ საქართველოში იგივე სიყალბე არ განმეორდეს, არ შეიქმნას კიდევ ახალი თამარ ჟვანიები, ჩვენ გვჭირდება დღე და ღამე მუშაობა",-თქვა გიორგი ვაშაძემ.

თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი