ოკუპანტები გააქტიურდნენ - აფხაზეთში უკანონო ბორდერიზაცია განახლდა

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გაანახლეს. ოკუპანტები გეგმავენ დე-ფაქტო საზღვარი სოფელ ფახულის მიმართულებით რამდენიმე მეტრით გადმოწიონ.

ადგილზე მიტანილია სამშენებლო მასალები და მავთულხლართების გროვა, აფართოებენ საგუშაგო პოსტებსაც. ადგილზე მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული რუს სამხედროებს.   

სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერილია დღეს ადგილზე იმყოფებოდა. მან ოკუპანტების ქმედებებს სამარცხვინო პროცესი უწოდა. მოწერელიას თქმით, ამ უკანონო ბორდერიზაციას საქართველოს ხელისუფლება პასუხობს იმით, რომ აგრძელებს ევროინტეგრაციის გზას.

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ოკუპანტების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციას, რომელიც როგორც წესი, ემთხვევა ან წინასაარჩევნო პერიოდს, ან ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტების ასეთ ქმედებებს ადეკვატურად არ პასუხობს და რუსეთს არც ერთი ასეთი შემთხვევისთვის პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხვა რომ ამ ნაბიჯით რუსეთი ცდილობს აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასთან

"მე მგონი ამით რუსეთი ცდილობს გვიბიძგოს დავიწყოთ ლაპარაკი სოხუმთან და ცხინვალთან და ამ ნაბიჯით ვაღიაროთ სოხუმი და ცხინვალი", - ამბობს შარაშენიძე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი