ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლის დირექტორი მოითხოვს, რომ დაწესებულებას დავით ჩხიკვიშვილის ნაცვლად, ზაურ ბოლქვაძის სახელი ეწოდოს.
ჩოხატაურის საკრებულოში სკოლის დირექტორის მოთხოვნის არსს თავდაპირველად ვერ ჩაწვდნენ და არგუმენტები მოითხოვეს. უკმაყოფილოა სოფელიც, რომელსაც არაფრით ეთმობა ცნობილი მეცნიერის სახელი, მაგრამ ირკვევა, რომ დირექტორის ინიციატივასაც ჰყავს მხარდამჭერები.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ სკოლისთვის ასევე ცნობილი პოეტის სახელის მინიჭებას, მისი არანაკლებ ცნობილი, მაგრამ რაც მთვარია ქართული ოცნების დეპუტატი შვილი - ელისო ბოლქვაძე ლობირებდეს.