დღეიდან, 1-ლი ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 25 საგამოცდო ცენტრში 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებს გამოცდას.
საგამოცდო ცენტრში შესვლამდე გამომცდელებმა თერმოსკრინინგი უნდა ჩაიტარონ, შიდა სივრცეში კი 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. აბიტურიენტებს მთელი გამოცდის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთეთო.
"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია ვისაც დაუფიქსირდა კოვიდ ინფექცია და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებულნი", - თქვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 20 ივლისამდე გაგრძელდება. ამავე თემაზე: