გახარიას გორში ოფისის გახსნა პროტესტის ფონზე უწევს

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას დღეს გორში, ოფისის გახსნა პროტესტის ფონზე მოუწევს. ყოფილ პრემიერს თანაგუნდელებთან ერთად აქციის მონაწილეებიც ელოდებიან.

გორში საეჭვო ვითარებაში გარდავლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები, საქმის გაყალბებაში სწორედ ყოფილ პრემიერს ადანაშაუელებენ.

"ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან მკვლელების დამცავი ხალხი, ყაჩაღები, ვინც მთავრობაში იყვნენე ეხლა ყველანი აქ არიან თავმოყრილი, არ ვაპატიებთ. ამას ხომ არ ჰგონიათ, რახან მთავრობიდან წამოვიდა შერჩება რასაც დამპირდა?!" - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ის პასუხისმგებლობას პირადად გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ გახარიას საქმე "პირად კონტროლზე" ჰქონდა აყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი