"პარტია საქართველოსთვის არანაირ ალიანსს ნაციონალურ მოძრაობასთან არ განიხილავს და ვერ განიხილავს. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია. ჩვენი დასაცავი გახდა ამ ვიზიტების დროს "ქართული ოცნება". ის არათანმიმდევრული, ხშირ შემთხვევაში სულელური ნაბიჯები, რომელსაც დღევანდელი პარტიის ხელმძღვანელობა დგამს, ჩვენი დასაცავი გახდა მათი ეს ნაბიჯებიც. [...]
"ოცნების" დღევანდელმა ბოსემა შეთხზეს ეს ისტორია, შემდგომ ეს შეთხზული ისტორია ერთი ტელევიზიიის საშუალებით, რომელიც იქ მდარაჯობდა გაავრცელეს, შემდეგ ამას მოჰყვა პოლიტიკური ინსონაციები, მერე ეს აიტაცა მეორე ტელევიზიამ და შექმენს რაღაც ტყუილზე დაფუძნებული ფეიკ ნიუსი".
თქვა "საქართველოსთვის" ლიდერმა, გირგი გახარიამ.