9 წელში რაც დაინგრა, იმას 1 წელში ვერ ააშენებ - დავითაშვილმა ჟურნალისტს უყვირა

გამოქვეყნდა:

კითხვაზე რატომ ძვირდება ფასები პირველად მოხმარების პროდუქტებზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ მძიმე სოციალური პირობების ფონზე პროდუქტების გაძვირება გლობალური ინფლაციასა და წინა ხელისუფლების ბრალია. 

კრიტიკულმა კითხვებმა დღეს მინისტრი გააღიზიანა, რის გამოც ჟურნალისტს უყვირა.

"გლობალური ინფლაცია იყო აგროსასურსათო ქომოდითებზე, ის რაც გლობალურად ივაჭრება: მარცვლეული, ზეთოვანი, შაქრის პროდუქტები და ა.შ, ეს არის გლობალური ინფლაცია. ნაწილი პროდუქტები ძვირდება, გვესმის სოციალური ფონის დამძიმება და ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ბევრ პროდუქტზე ფასების გაიაფების შესახებ, თქვენ მედია, ავრცელებთ ინფორმაციას, რომ რა რთულ მდგომარეობაში არიან ჩვენი ფერმერები, სად დავიჭიროთ ბალანსი აბა მითხარით...

წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც დაანგრიეს სოფლის მეურნეობა მოგვცა ის, რომ საქართველოს დაცვის არანაირი მექანიზმი აღარ გააჩნდა, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა იყო და რაზე მელაპარაკებით? ეს არის თქვენი დაგეგმილი სპექტაკლები, ახლა მე გეტყვით რეალობას, დამაცდით?- გეტყვით იმას, რომ 9 წელიწადში რაც დაინგრა იმას, ერთ წელიწადში ვერ ააშენებ!",- ამბობს ლევან დავითაშვილი. 

მინისტრის სტატისტიკისგან განსხვავებით მოვაჭრეები და მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იმატებს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი