ძალიან გაღიზიანებული ვარ, კომენტარს არ ვაკეთებ - ასმათ დვალიშვილი წულაიას გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

ასმათ დვალიშვილი, რომელზე ძალადობაც პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალად ედება, ამბობს, რომ სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით გაღიზიანებულია.

დვალიშვილს მედიასთან დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია და "მთავარ არხთან" თქვა, რომ განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

"არაფერს არ ვაკეთებ, ძალიან გაღიზიანებული ვარ, არაფერს არ ვაფასებ. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, ძალიან გთხოვთ თავი დამანებეთ",- თქვა ასმათ დვალიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი