"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია გაათავისუფლეს. 

"მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ წუთებში პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
 
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი