გორის მერია სკანდალში ეხვევა - მოსახლეობის ნაწილს კომუნალურებს კვლავ ახდევინებენ

გამოქვეყნდა:

გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა - მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათები არ ვრცელდება.

"მთავარის" ინფორმაციით, კორონა პანდემიის მიუხედავად, კონსტანტინე თავზარაშვილის უწყების აიპი-ს თანამშრომლები მოსახლეობისგან თანხას პირადად იღებენ.

პრემიერის დადგენილებით, კომუნალურებზე გვეკუთნოდა შეღავათი სამი თვე, მაგრამ ამას მაინც ვიხდით, არ ყოფილა არავითარი შეღავათი, ვიცოდით, რომ უნდა გვესარგებლა, მაგრამ მაინც გაგვაფრთხილეს, რომ უნდა გადაიხადოთ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასუფთავებისა და სასმელი წყლის გადასახადის გადახდას კრიტიკულად აფასებენ.

მოვუწოდებ "ქართული ოცნების" ე.წ. მერს დაუყოვნებლივ გამოხადოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხები და დაუყოვნებლივ მოხდეს სუბსიდირება, რადგან მოსახლეობას, რომელიც სარჩო-საბადებლის და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, მათი დახმარება სასიცოცხლოდ ესაჭიროება, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბექა ქორჩილავამ.

ბექა ქორჩილავას თქმით, ამ საკითხს განსახილველად საკრებულოს მომავალ სხდომაზე დააყენებს. გორის მერია "მთავარის" კითხვას, თუ რატომ არ სრულდება მთავრობის დადგენილება, უპასუხოდ ტოვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი