მოვუწოდებ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს კანონპროექტს - ნათელაშვილი საარჩევნო კოდექსზე

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 3 მოსმენით მიიღო, ვეტო დაადოს.

ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება შალვა ნათელაშვილის პარტიას ძირითად უფლებებს ართმევს.

"იმ შემთხვევაში, თუ გარისკავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ხელს მოაწერს ამ საშინელ დოკუმენტს, ქვეყნისთვის ლახვრად გამზადებულ კანონოპროექტს, ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი და ის ადრე თუ გვიან ამ პოსტზე მოღვაწეობას გადაყენებით და პასუხისგებაში მიცემით დაასრულებს.

მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მოსაკლავად არის მომზადებული",- თქვა შალვა ნათელაშვილმა.

საარჩევნო კოდექსი პარლამენტმა მესამე მოსმენით 28 ივნისს დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა არც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და არც პარტია "ლელომ". კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად და ამის შემდეგ შევა ძალაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი