5 ივლისამდე მცირე დროა, შს მინისტრის მოწვევა შეუძლებელია - უმრავლესობის უარი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი - ამ პერიოდში შს მინისტრის მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ამბობს, რომ თუ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" მოთხოვნას, სურვილი იქნება, კომიტეტზე მინისტრს 5 ივლისის შემდეგ მოუსმენენ.

„საფუძველი და სურვილი რასთან დაკავშირებითაც იყო, სამწუხაროდ, ცოტა გვიან დაზუსტდა, გაუმართავი წერილით მოგვმართა ფრაქციამ, შემდეგ ეს გამართეს და ხარვეზი შეივსო, თუმცა, 5 რიცხვამდე თვითონ პერიოდი იყო ცოტა პრობლემური. რეგლამენტით არის განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომელსაც დაცვა სჭირდება. ძალიან მცირე დროა დარჩენილი 5 ივლისამდე, თუ მათი სურვილი შს მინისტრის მხოლოდ 5 ივლისამდე მოწვევა გახლავთ, ეს მართლაც ძალიან რთულია, ამ პერიოდში მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ 5- ის მერე მათი სურვილი კვლავაც იარსებებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, კონსულტაცია და ეს კომიტეტის სხდომა აუცილებლად შედგება“, - ამბობს სარჯველაძე.

მოვუწოდებთ გომელაურს გამოცხადდეს პარლამნეტში, გასცეს კითხვებს პასუხი - განცხადება ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში დღეს თბილის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი