ჯეიმს აპატურაი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნდა:

დღეს ჯეიმს აპატურაი პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენმტის თავმჯდომარეს შეხვდება. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა, დღეს კი ვიზიტს დაასრულებს.

იგი საქართველოდან გამგზავრებამდე, სავარაუდოდ, მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავს.

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ბოლოჯერ იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. მისი თქმით, ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი